ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა პოლიციის საგუშაგოსთან ცეცხლი გახსნეს

ბოლივიაში, აგრესიულად განწყობილმა მომიტინგეების ჯგუფმა პოლიციის განყოფილებასთან სამშაბათს ღამით, ცეცხლი გახსნა,-ინფორმაციას ონლაინ პორტალი Los Tiempos-ი ავრცელებს.

თავდამსხმელები ყვიროდნენ: “ახლა კი, სამოქალაქო ომია!”.

როგორც მედია აღნიშნავს, ისინი სავარაუდოდ სოციალისტური მოძრაობის მომხრეები იყვნენ, რომლის ლიდერი ბოლივიის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესია. წინა დღით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

ადრე მსგავსი შემთხვევები ბოლივიის დედაქალაქსა და გარეუბნებში დაფიქსირდა, სადაც სოციალისტური პოზიციები ძლიერია.

დღეს ბოლივიის პარლამენტი საგანგებო სხდომას მოიწევს, რომლის დროსაც პრეზიდენტ ევო მორალესის გადადგომის თაობაზე მოთხოვნას ოფიციალურად გააფორმებს. გადადგომის თაობაზე წერილის მიღების შემდეგ, ბოლივიის სენატის (პარლამენტის ზედა პალატა) თავმჯდომარის მეორე მოადგილემ, ჟანინ ანესმა, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის გადადგომის შემდეგ, სრული ძალაუფლება გადაეცა, საგანგებო სხდომა უნდა მოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად