ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი მექსიკაში ჩავიდა

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა ქვეყნის ტერიტორია დატოვა და მექსიკისკენ გაფრინდა. ამის შესახებ იგი თავის Twitter-ზე წერს.

„დებო და ძმებო, მე მივფრინავ მექსიკაში. მადლობა მოძმე ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც მე თავშესაფარი მომცა“, – წერს მორალესი.

მისი თქმით, მისთვის მტკივნეულია სამშობლოს დატოვება პოლიტიკური მიზეზების გამო, თუმცა პირობა დადო, რომ ბოლივიაში აუცილებლად დაბრუნდება.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა თავის Twitter-ზე დაწერა, რომ ბოლივიის ლიდერი უკვე მექსიკის ხელისუფლების თვითმფრინავში იმყოფება და მისი ფოტოც გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ახლა უკვე მექსიკის დაცვის ქვეშ იმყოფება. „მისი სიცოცხლე და ხელშეუხებლობა ახლა უკვე უსაფრთხოდ არის“, – წერს მინისტრი.

10 ნოემბერს, ბოლივიის პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბოლივიაში საპროტესტო აქციები იმართებოდა. მორალესის თანამდებობიდან წასვლას აგრეთვე ქვეყნის არმიაც ითხოვდა. საპროტესტო აქციის გამომწვევი მიზეზი კი ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა, რომელის მიხედვითაც მორალესმა გაიმარჯვა. ოპოზიციამ მას ბრალი დასდო შედეგების გაყალბებაში. შემდეგ კი, მექსიკის ხელისუფლებამ ევო მორალესს პოლიტიკური თავშესაფარი გამოუყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად