ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ჟანინ ანიესი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

“იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩემი გუნდიდან ბევრს ჰქონდა კორონავირუსი, მე გავიარე ტესტირება და მეც ასევე დადებით შედეგი მაჩვენა,” – თქვა მან Twitter–ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

“მე ორი კვირის განმავლობაში კარანტინში ვიქნები, სანამ არ მეორე ანალიზს სტატუსის კვლავ შესამოწმებლად. თავს კარგად ვგრძნობ”, – განაცხადა მან. მისი თქმით, იგი დისტანციურად გააგრძელებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას.

აქამდე, კორონავირუსი დაუდგინდა ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს, პრეზიდენტის დაქვემდებარებულ მინისტრსა და სამთო და მეტალურგიის მინისტრს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად