ბოლივიის ხელისუფლებამ მექსიკის მიმართ, ევო მორალესის გამო პროტესტი გამოთქვა

ბოლივიის ხელისუფლებამ, მექსიკის მისამართით პროტესტი გამოთქვა. მისი განცხადებით, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის ქცევა შეუთავსებელია დევნილის სტატუსისთვის. დოკუმენტს უწყება თავის Twitter-ზე ავრცელებს.

„ევო მორალესი მექსიკიდან ავრცელებს მოწოდებას ძალადობისკენ, რითიც ცდილობს, გახლიჩოს კონსტრუქციული ხელისუფლება, საფრთხე შეუქმნას მშვიდობა და ბოლივიის მოქალაქეების უფლებებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ მექსიკის ხელისუფლება არღვევს გაეროს 1967 წლის დეკლარაციას ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ. დოკუმენტის შესაბამისად, ხელისუფლებამ, რომელიც პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს დევნილს, მისი საქმიანობაც უნდა შეზღუდოს იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული დევნილის საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის გაერო-ს მიზნებთან. კერძოდ, სუბარია სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმიანობებში ჩარევის შესახებ.

ევო მორალესმა ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობა 10 ნოემბერს, ქვეყნის სამხედროების მოთხოვნით დატოვა. მასთან ერთად პოსტები დატოვეს მინისტრებმა, ვიცეპრეზიდენტმა და სენატორებმა. მორალესს პოლიტიკური თავშესაფარი მექსიკამ მისცა.

პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ბოლივიაში საპროტესტო აქციები და შეტაკებები დაიწყო სამართალდამცავ ორგანოებთან. მორალესის მომხრეები მის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ.

21 ნოემბერს, ევო მორალესმა განაცხადა, რომ მზად არის სამშობლოს ხვალვე დაუბრუნდეს, თუმცა მისი თქმით, ამისათვის ქვეყნის ხელისუფლებამ მორალესს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად