ბოლივიის დროებითმა პრეზიდენტმა 20-დან 11 მინისტრი უკვე დანიშნა

სენატორმა ჟანინ ანიესმა, რომელიც ევო მორალესის გადადგომის შემდეგ, ბოლივიის დროებითი პრეზიდენტი გახდა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება დაიწყო,-ინფორმაციას Los Tiempos ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალ კაბინეტში სამი ქალი შევიდა.

მან ყოფილი დიპლომატი კარენ ლონგარიკი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, ფერნანდო ლოპეს ხულიო თავდაცვის მინისტრად, ეკონომიკის მინისტრად ხოსე ლუის პარადა და შინაგან საქმეთა მინისტრად არტურო მურილო.

ბოლივიის მთავრობაში 20 მინისტრიდან ამ დროისთვის 11 მინისტრია უკვე შერჩეულია.

ანიესმა განაცხადა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა გარდამავალია.

ჟანინ ანიესმა 13 ნოემბერს ბოლივიის დროებითი ხელმძღვანელის უფლებამოსილება მიიღო.

პრეზიდენტ ევო მორალესის, ვიცე- პრეზიდენტ ალვარო გარსიას, სენატის თავმჯდომარის (პარლამენტის ზედა პალატა) ადრიანა სალვიერასა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის (პარლამენტის ქვედა პალატა) ვიქტორ ბორდას გადადგომის შემდეგ, ბოლივიის კონსტიტუციის თანახმად, ჟანინ ანიესი ბოლივიის დროებითი ხელმძღვანელი გახდა. ანიესი ახლა ვალდებულია, ვადამდელი საპრეზიდენტო და ზოგადი არჩევნები გამოაცხადოს, ასევე დროებითი ხელისუფლება ჩამოაყალიბოს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად