ბოლივიაში პრეზიდენტის გადადგომას ზეიმობენ (ფოტორეპორტაჟი)

შეიარაღებული ძალებისა და თანამოქალაქეების მოწოდების შემდეგ, ბოლივიის პრეზიდენტი, ევო მორალესი გადადგა. მალე მისმა მომხრეებმაც ასევე თანამდებობები დატოვეს.

ბოლივიაში მთელი ძალაუფლება სენატის თავმჯდომარის მეორე მოადგილეს, ჟანინ ანესს გადაეცა. მას მოუწევს, ოფიციალური ხასიათი მიანიჭოს გადადგომის თაობაზე ყველა თხოვნას და ვადამდელი არჩევნები მოიწვიოს.

გთავაზობთ ქვეყანაში არსებული ვითარების ამსახველ ფოტორეპორტაჟს

გარდა ამისა, მექსიკა მზადაა, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი თავშესაფრით უზრუნველყოს. კუბისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა, მიგელ დიას-კანელმა და ნიკოლას მადურომ ბოლივიის პრეზიდენტს ევო მორალესს მხარი დაუჭირეს, რომელმაც თანამდებობა დატოვა. ისინი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გადატრიალებას უწოდებენ.

ბოლივიაში, 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც მორალესმა მოიგო, პროტესტი დაიწყო. მომიტინგეებმა ქვეყნის ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს, მოგვიანებით ეს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაადასტურეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად