ბოლივიაში, ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 12 ადამიანი გარდაიცვალა და 20-ზე მეტი დაშავდა ბოლივიის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ოკურის მახლობლად, კლდიდან ავტობუსის გადავარდნის შედეგად.

ავტობუსი 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. უბედური შემთხვევის მიზეზები ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობა და ნისლიანი ამინდი იყო.

დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად