ბოკუჩავა ზურაბიშვილზე: ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანის ხელში შეწყალების უფლება დიდი საფრთხეა

“ასეთი უპასუხიმგებლო ადამიანის ხელში შეწყალების უფლებამოსილების დატოვება ნებისმიერი კრიტერიუმით დიდი საფრთხეა”,-ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას შეფასებით, ნებისმიერი დადგენილებით სალომე ზურაბიშვილის ხელში შეწყალების უფლება დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

“ასეთი უპასუხიმგებლო ადამიანის ხელში შეწყალების უფლებამოსილების დატოვება ნებისმიერი კრიტერიუმით დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის, თუმცა მისი იმპიჩმენტის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი წესები, რომელიც შეწყალებას გახდის უფრო გამჭვირვალეს, გააფართოვებს მას, მათ შორისმ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამონაწილეობის ფონზე,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად