ბოკუჩავა: ვაჭარი ივანიშვილი ვაჭრობს ციფრებით, რაში ჩართვასაც ჩვენ არ ვაპირებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს არ დათანხმდება.

მისივე განცხადებით, ოპოზიციისთვის მისაღები მხოლოდ ისეთი ვარიანტი იქნება, რომელიც ადამიანებს სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

“ვაჭარი ივანიშვილი ვაჭრობს ციფრებით, რაში ჩართვასაც ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან და ეს პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია, რომელიც იღებს 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში და არ აქვს საზოგადოების უმრავლესობის ნდობა, ვერ უნდა აკომპლექტებდეს მთავრობას და ვერ უნდა აკონტროლებდეს პარლამენტის უმრავლესობას. მისაღები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მოდელი, რომელიც ადამიანებს სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად