A1 ბანერი

ბოკუჩავა: თეა წულუკიანი ზოგადად ბოღმის და ღვარძლის კვინტესენციაა, ეს მისი პირადი ტრაგედიაა

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“როგორც იტყუება ჰააგაზე, “რუსთავი 2″-ის საქმეზე და ბევრ სხვა საქმეზე, ისე მოიტყუა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან იმ საუბრის შინაარსზე, რაც ჩვენ გვქონდა. მან მე მითხრა, რომ ის აღიარებდა, რომ ჩემ მიმართ გააკეთა არასწორი განცხადება და მთხოვა, ამ აღიარების შემთხვევაში მე დამეცვა ის, როგორც ქალი პოლიტიკოსი, თუ მის მიმართ გაკეთდებოდა, როგორც ქალი პოლიტიკოსის მიმართ, გენდერულად შეურაცხმყოფელი განცხადებები.

მე ახლაც ვაცხადებ, რომ თეა წულუკიანს, როგორც ქალს შეურაცხყოფას თუ ვინმე მიაყენებს, მე მზად ვარ, ის დავიცვა, თუმცა მე მას ვერ დავიცავ, როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო განიხილავს მის თანამონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძურ და დანაშაულებრივ საქმეებში….

თეა წულუკიანი არის ზოგადად ბოღმის და ღვარძლის კვინტესენცია, ეს არის მისი პირადი ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, პარლამენტში ეთიკის ნორმები მოითხოვს, მინისტრებმა არ მოიტყუონ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...