ბოკუჩავა: სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე ივანიშვილის მითითებებს ელოდება

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვერ მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და საკითხზე მითითებებს ბიძინა ივანიშვილისგან დაელოდება.

“ის ამ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამქირავებელი ბიძინა ივანიშვილი გასცემს ბრძანებას. მისი უფლებამოსილება ეს ნამდვილად არ არის და ახლა ცდილობს შენიღბოს ის, რომ მას არანაირი უფლებამოსილება არცერთ საკითხში არ გააჩნია,” – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაწყალებლად პრეზიდენტს მიმართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად