ბოკუჩავა: სააკაშვილისთვის საქართველო უპირველესია, დიდი მადლობა მას!

ასე მიმართა “ნაცმოძრაობის წევრმა” თინა ბოკუჩავამ თავის ლიდერს და მადლობაც გადაუხადა ამისთვის

“მისთვის საქართველო უპირველესია. დიდი მადლობა მას ამისთვის”- ასე მიმართა “ნაცმოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ჩართვის შემდეგ დარბაზში მყოფებს.

შეგახსენებთ, სასტუმრო “ბილტმორში” “ნაციონალური მოძრაობის” ყრილიბა მიმდინარეობს, სადაც პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს ირჩევენ.

“ნაციონალური მიძრაობა” არის პოლიტიკური ოჯახი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო. დღეს მნიშვნელოვანი დღეა “ნაციონალური მოძრაობის” ისტორიაში. დღეს ჩვენ ვიწყებთ მზადებას ჩვენი ქვეყნის გადამწყვეტი ეტაპისთვის. ვიწყებთ საყოველთაო მობილიზაციას და გაერთიანებას საქართველიშო მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.” – განაცხადა ნიკა მელიამ ამავე ყრილობაზე.

ვიდეომიმართვით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილიც, სადაც აღნიშნა:“სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მიხდება თქვენთვის მომმართვა აშშ-დან. მაგრამ აქაც არ ვზივარ უქმად და ხელებჩამოშვებული. აქაც მუდმივად ვიბრძვი. იმ მომენტში, როდესაც გაჩნდება შესაძლებლობა შემოგიერთდეთ ბრძოლის ველზე საქართველოში, მას შემდეგ რაც ჩვენ პრაქტიკულად მოვიგეთ არჩევნები, რომელიც მოიპარეს. ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, ის შესაძლებობა სამწუხაროდ იმ მომენტში გავუშვით, ჩვენ აუცილებლად გვექნება ეს შესაძლებლობა. ჩემი გული ძგერს თქვენთვის საქართველოსთვის”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...