ბოკუჩავა: როცა პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, რას ვიფიქრებდი, რომ კარატეზეც უნდა მევლო

ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა პარლამენტში მომხდარ ინციდენტს.

“არა და 2000-2004 წლებში Smith College-ში პოლიტიკურ მეცნიერებას რომ ვსწავლობდი, რას ვიფიქრებდი, რომ კარატეზე ან რაიმე სხვა საბრძოლო სპორტზეც უნდა მეარა 2018 წლის ქართული საპარლამენტო ცხოვრებისთვის სათანადოდ რომ მოვმზადებულიყავი ” – წერს თინა ბოკუჩავა Facebook-ში.

შეგახსენებთ, პარლამენტში ინციდენტი მოხდა. ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლა ნიკა მელიამ რეპლიკებით შეწყვეტინა, რამაც ურთიერთობა დაძაბა. ინაშვილმა მელიას მოუწოდა, რომ წასულიყვნენ გარეთ, შემდეგ კი ინაშვილმა მელიას სახეში ქაღალდები შეაყარა.  

კომენტარები
იტვირთება...