ბოკუჩავა: “ოცნებამ” ზურაბიშვილის პოლიტიკური ველიდან ჩამოსაშორებლად უნდა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ “მთავარ არხთან” განაცხადა.

” დიდი ალბათობით გამოძიება დაიწყება მხოლოდ ფორმლურად. “ქართულ ოცნებას” თუ აქვს სურვილი ქმედით ნაბიჯი გადადგას სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ველიდან ჩამოსაშორებლად უნდა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა, რისი ინციატივაც გავაჯღერთ. პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია”- განაცხადა ბოკჩავამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა ზურაბ ნადირაძე, რომლის ექსტრადირებასაც 23 წელი ითხოვდნენ. 1994 წლიდან, საქართველოს ზურაბ ნადირაძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მის ექსტრადირებაზე ჩეხეთმა ქართულ მხარეს რამდენჯერმე უთხრა უარი, თუმცა, 2017 წლის დასაწყისში მისი დეპორტაცია გადაწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად