ბოკუჩავა მმართველ გუნდზე: სამწუხაროდ, ვერ გაითავისეს, რომ არ უნდა ისაუბრონ ულტიმატუმის ენით

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან ერთად დიალოგის მაგიდასთან დაჯდომას იქამდე არ აპირებენ, სანამ მმართველი გუნდი გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მმართველ გუნდი გააქტიურდა ოპოზიციასთან დიალოგზე.

“მმართველ გუნდი გააქტიურდა დიალოგზე საუბრის მიმართულებით იმიტომ, რომ მმართველ გუნდს ესმის, ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მათი მხრიდან დათმობა. თუმცა სამწუხაროდ ის ვერ გაითავისეს, რომ არ უნდა ილაპარაკონ ულტიმატუმის ენით.

თალაკვაძეებმა და სხვებმა, ვინც ჩართულია ამ მოლაპარაკებებში, რეალურად უნდა დაარწმუნონ ივანიშვილი კონსესუსის და დათმობის მნიშვნელობაზე,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად