ბოკუჩავა: ლილუაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად დანიშვნა კანონთან შესაბამისობაში არ არის

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შესაწყვეტია, რადგან წარდგენილი კანდიდატურის გამოცდილება არ შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმებს.

“მაინტერესებს აპირებთ თუ არა, რომ აღნიშნული საკითხი მაინც იყოს უნდა იყოს თუ არა განხილული, მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ კანონის მოთხოვნა 2 წლიან სტაჟთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილს არა აქვს შესრულებული. იქიდან გამომდინარე რომ ლულუაშვილი არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ჩემი აზრით, კომიტეტმა საერთოდ უნდა შეწყვიტოს ამ კანდიდატურის განხილვა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე” -განაცხადა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე, გუშინ მთავრობამ განმარტება უკვე გააკეთა.

“ასევე, კომიტეტს და კომიტეტში მონაწილე დეპუტატებს აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი და სრული შესაბამისობა თავად გადაამოწმონ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კანდიდატურა მის სამუშაო გამოცდილებას და დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება. თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ კომიტეტის სხდომას და ეს შეკითხვაც იქ დასვათ”- მიმართა არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას.

​შეგახსენებთ: დღეს დილიდან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც შემდგომში, აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტის პლენარულმა სხდომამ უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად