A1 ბანერი

ბოკუჩავა კვარაცხელიას საქმეზე: დღევანდელი საგამოძიებოების ხელში არ გვაქვს იმედი, რომ ამ ტრაგედიას ჯეროვნად გამოიძიებენ

ამის შესახებ, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ არაერთი საქმე გვინახავს, იქნება ეს მაჩალიკაშვილის, სარალიძის, მუხთარლის გატაცება თუ ბევრი სხვა, რომელიც ამ ხელისუფლებას, საგამოძიებო უწყებებს არ გამოუძიებიათ. ამიტომ, ერთადერთი ბერკეტი, საზოგადოებამ დაინახოს სიმართლე, საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

ჩვენ ამის შესახებ მივმართეთ პარლამენტს, თუმცა ეს მოისურვა პარლამენტმა მხოლოდ ერთხელ, როდესაც საზოგადოების დიდი წნეხის ფონზე მოუწიათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კომისიის შექმნა, რომლის რეკომენდაციებიც მათ, სხვათა შორის, არ გაუთვალისწინებიათ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...