ბოკუჩავა იზორიას: დღეს რა ღირებულების ავტომობილით გადაადგილდებით და როდის შეიძინა იგი სამინისტრომ?

ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, რომელიც პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში გამოდის.

“2012 წლის წინა საარჩევნო კამპანიის დროს, თქვენ აღშფოთებას გამოხატავდით იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ძვირადღირებული ჯიპებით გადაადგილდებიანო… აქედან სავარაუდოდ ერთ-ერთი თქვენი ძვირადღირებული ჯიპია.

ამიტომ რომ ეს ფოტო სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ყოფნისას არის გადაღებული. მე მაინტერესებს დღეს რა ავტომობილით და რა ღირებულების ავტომობილით გადაადგილდებით და როდის შეიძინა სამინისტრომ?”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...