ბოკუჩავა: ივანიშვილს ვინც ყველაზე მონურად ემორჩილება, იმას ნიშნავს მაღალ თანამდებობაზე

“ივანიშვილს საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს”-ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა კი არ გამორიცხავს, რომ დღეს კომიტეტის და ხვალისთვის დანიშნულ პლენარულ სხდომებზე რამდენიმე დეპუტატი შევიდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტი პარლამენტის შიგნითაც იგრძნობოდეს.

“ცალსახაა, რომ ეს ადამიანი ხელს აფარებდა დანაშაულს და ის მოიხსნა საზოგადოებრივი წნეხის ფონზე. თუმცა, ივანიშვილს საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს, ვინც ყველაზე მონურად ემორჩილება, იმას ნიშნავს მაღალ თანამდებობაზე. დღეს შესაძლებელია, შევიდეთ კომიტეტზე. ასევე არ გამოვრიცხავთ ხვალაც შევიდეთ რამდენიმე დეპუტატი პლენარულ სხდომაზე არა იმიტომ, რომ დავარღვიოთ ბოიკოტის რეჟიმი, არამედ პროტესტი გამოვხატოთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად