ბოკუჩავა: ივანიშვილისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველო არ მოიხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან და დამკვიდრდა ტერმინი – პოლიტპატიმრები

ივანიშვილისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველო არ მოიხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან და დამკვიდრდა ტერმინი – პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ჩემი აზრით ივანიშვილისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველო ამ გლობალური პანდემიის მიუხედავად არ მოიხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ჩემი აზრით სრულიად ნათელი იყო იმ კრიტიკული განცხადებების ფონზე, რომელიც გაჟღერდა. პრაქტიკულად ასეთი ტერმინოლოგია არც გვახსოვს, ასეთი მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მხრიდან. რა თქმა უნდა იქ ყველა სენატორი და კონგრესმენი ძალიან მაღალი წონის არის და იქ არ არიან ასეთი ბუტაფორიული ფიგურები, როგორც აქ არის სამწუხაროდ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით წითელი და მწვანე ვაშლების მეშვეობით იღებენ კანონმდებლების გადაწყვეტილებას. მაგრამ მათ შორისაც კი გამორჩეული წონის ადამიანებმა გააკეთეს ძალიან მკაფიო განცხადებები როგორც აშშ-დან ისე ევროკავშირიდან. პრაქტიკულად დამკვიდრდა ტერმინის პოლიტიკური პატიმრები”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად