ბოკუჩავა: ივანიშვილისთვის მტკივნეულია, იცის არჩევნებს აგებს, ამაზე მეტყველებს მათი კვლევები

ამის შესახებ დეპუტატმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.

„ძალიან მტკივნეულია ბიძინა ივანიშვილისთვის (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარე და დამფუძნებელი) რადგან იცის რომ არჩევნებს აგებს, ამაზე მეტყველებს მათივე კვლევები.

ჩვენ არ ვხარჯავთ ბიუჯეტის ფულს, რასაც ხარჯავს ბიძინა ივანიშვილი, რომ უცხოელი ლობისტები და პიარ კომპანიები დავიქირავოთ, მაგრამ ისინი ატარებენ კვლევებს და ამ კვლევებში ძლიან კარგად ჩანს, და იციან რომ ზუგდიდში მათ წაგებული აქვთ არჩევნები, ამიტომ ცდილობდნენ გუშინ სიების მოპარვით არჩევნების შედეგის შეცვლას. როგორც ამის საშუალება უშინ არ მივეცით ისე არ მივცემთ ხვალ, ზეგ, და 19-მდე” – განაცხადა ბოკუჩავამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...