ბოკუჩავა: ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქად “ქართუ ბანკის” თანამშრომელს დანიშნავდა

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“საქმე იმაშია რომ ბიძინა ივანიშვილი თვლის რომ ჩვენი ქვეყანა მისი ყველა ინსტიტუციით ეკუთვნის მას. ის არის ბატონ-პატრონი ყველა ინსტიტუციის.

მისი ცოლის სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა საკუთარი დაცვის წარმომადგენელი. “ქართუში” მისი თანაშემწე თავდაცვის მინისტად…ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც ქართუ ბანკის თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ არ გაუვიდა ასეთი თავნებობდა”,-ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად