ბოკუჩავა: გვაქვს ინფორმაცია, რომ სენატორ ჯინ რიშის წარმომადგენელი პირდაპირ ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს პირადად მის წინააღმდეგ სანქციებზე

“ნაციონალური მოძროაბის” წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუსციო ცვლილებების განხორცილების საკითხზე ევრიპარლამენტარების განცხადებებს ისეთვე კასკადური ხასიათი იქნება, როგორც იყო 8 მარტის შეთანხმებამდე.

 

ამის შესახებ თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრების შემდეგ განუცხადა და განმარტა, რომ 8 მარტის შეთანხმებას ბიძინა ივანიშვილის წარმოამდგენლებმა ხელი საერთაშორისო წნეხის გამო მოაწერეს.

“ბიძინა ივანიშვილმა ერთერთი მიზეზის გამო მოაწერა ხელი საკუთარი წარმომადგენლობის მეშვეობით, 8 მარტის შეთანხმებას და ეს იყო ის საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც მასზე განხორცილდა, მათ შორის, სწორედ იმ სენატორის წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც დღეს ღიად საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე. ეს იყო კრის სოჩა, ჯინ რიშის აპარატის უფროსი როდესაც ჩამოსული იყო საქართველოში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის პირდაპირ ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს პირადად მის წინააღმდეგ სანქციებზე. კორონავირუსის დროს, აღნიშნული რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში არ გაჩერებულა. ისევ გრძელდება ხელმოწრების შეგროვება. ამიტომ, ბერკეტი რა თქმა უნდა, იქნება, მათ შორის, საერთაშორისო ზეწოლა და ის სანქციები, რომელიც ევროპარლამენტში, ისევე როგორც ამერისკის შეერთებული შტატების კონგრესში”-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად