ბოკუჩავა: გპირდებით “ქართულ ოცნებას”, იმ სცენარს რაც უკრაინაში იყო, ვიხილავთ აქ!

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა ხალხის პოლიტიკაში განაცხადა. 

"გპირდებით, "ქართუ ოცნებას", რომ ის რაც ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას კიევში, რომ ხალხმა რეალურად გამოსტაცა ოლიგარქს ხელიდან მიხეილ სააკაშვილი, ეს იქნება სცენარი, რომელსაც აუცილებლად იხილავს "ქართული ოცნება" აქ და ეს იცის ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ეშინია "ქართული ოცნებას". ამიტომ იყო, რომ მღებრიშვილი გაუშვეს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი მან, როდესაც პანკსტერს ეხვეწებოდა, რომ არ მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება. ის ასრულებდა პოლიტიკურ დავალებას, რომელიც დავალებული ჰქონდა კვირიკაშვილისა და ივანიშვილისგან, რომ ავაკოვთან ჰქონოდა შესაბამისი საუბარი", – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად