ბოკუჩავა: გახარიასგან საქმიან შეთავაზებაზე ცინიკური კომენტარები მივიღეთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი მიიტანა, რომლის ადრესატი საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარიაა, ასევე ეკონომიკის სამინისტრო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

თინა ბოკუჩავას თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფოს სთავაზობს დახმარებას, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანოს.

“ჩვენ უკვე მეორედ შევიტანეთ წერილი, იმიტომ რომ პირველ წერილზე, სამწუხაროდ, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. მივიღეთ მხოლოდ პრემიერის ცინიკური კომენტარები ჩვენს საქმიან შეთავაზებაზე რომ განახორციელოთ კონკრეტული რეისები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან რომ წამოვიყვანოთ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ძალიან დიდი განსაცდელში იმყოფებიან”-ამბობს ბოკუჩავა.

თინა ბოკუჩავას თქმით, მათ გამოხატეს მზაობა, პირველ ეტპაზე ათასამდე საქართველოს მოქალაქე უსასყიდლოდ ჩამოიყვანონ საქართველოში:

“დღეს, კიდევ ერთხელ შევიტანე წერილი, რომელიც ყველა წესის დაცვით არის შედგენილი. რომელიც მოხსენებული იყო იმ დეკრეტში, რომელმაც დაამტკიცა ჩვენ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა. მოგეხსენებათ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, პარლამენტში მხარი დაუჭირა მიღებას”-ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად