ბოკუჩავა გახარიას: ქვეყნიდან გაქცევა თუ ვერ მოასწარით, კითხვებზე პასუხს ბრალდებულის სკამიდან გასცემთ!

“თუ თქვენ ვერ მოასწართ ქვეეყნიდან გაქცევა პასუხის გაცემა ბრალდებულის სკამიდან მოგიწევთ”,-ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე.

“თქვენ ზუსტად ისე გაგისტუმრებთ ივანიშვილი როგორც გაისტუმრა დღეს თქვენს რიგებში მჯდომი ჰაკიმ ფაშა ერთი ტელეფონის ზარით ისე რომ ბატონმა ჰაკიმ ფაშამ არც კი იცოდა ამის შესახებ. მერწმუნეთ, ბატონო გიორგი თქვენ ასეთივე ნომინალური პრემიერი იქენებით, რომელსაც არანაირი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ შეუძლია. რატომ ჩაყარეთ ციხეში თქვენი ტერმინით რომ ვისაუბროთ ახალგაზრდები, რომელბიც იცავდნენ საქართველოს ღირსებას კრემლის დავალებით. სწორედ სერგეი გავრილოვი და კრემლი ითხოვდა პროტესტანტების დასჯას! თქვენ ეს მოთხოვნა შეასრულეთ.

როგორ უყურებთ საკუთარ შვილებს თვალებში ბატონო გახარია?! როცა იცით თქვენი გადაწვეყილების გამო სხვა მშობლებს ამის ბედნიერება არ აქვთ.”,-მიმართა ბოკუჩავმ გახარიას.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოსახლეობაზე ძალადობა ცუდად დამთავრდება. მას ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს.

“ნუთუ ვერ ხვდებით საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობა ძალიან ცუდად დასრულდება თქვენი ბატონისთვის. ის აუცილებლად ეცდება ამ ქვეყნიდან გაქცევას, თქვენ გაქცევა თუ ვერ მოასწარით თქვენს სამშობლოში, რომლის პასპორტი რამდენიმე წლის წინ დათმეთ, რომლის მმართველობის სტილს ამკვიდრებთ პოლიციური რეჟმით. თუ თქვენ ვერ მოასწართ ქვეეყნიდან გაქცევა პასუხის გაცემა ბრალდებულის სკამიდან მოგიწევთ “,-განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად