ბოკუჩავა: ჩვენი პარტია ყველაზე ძლიერია, მაგრამ ივანიშვილის დასამარცხებლად საჭიროა ერთობა

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ერთი პარტია ამარცხებს “ქართულ ოცნებას”. ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ ასე წარმოაჩინოს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული ნარატივი და რეალური არგუმენტი”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“ეს არის ის, რომ ოპოზიცია ერთობლივად ამარცხებს “ქართულ ოცნებას”. აი, რატომ უნდა ბზარის შეტანა.

რა თქმა უნდა, ჩემი პოლიტიკური ძალა ყველაზე ძლიერი ძალაა და ეს აჩვენა ყველა გასულმა არჩევნებმა, მაგრამ ივანიშვილის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. ეს გვაჩვენა მათ შორის წინა საპრეზიდენტო არჩევნებმა. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი კოორდინირებული მუშაობა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ მაჟორიტარულ კანდიდატებზე, მიუხედავად იმისა დათმობს თუ არა არსებულ სისტემას, 100/500-ზე ჩაატარებს თუ გადმოაგდებს კიდევ რამეს 110/50-ზე მიიღებს თუ წამოვა რეალურ მოდელზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად