ბოკუჩავა: ჩვენი ამოცანა არის ერთიანი ფრონტით ივანიშვილის დამარცხება

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დღეს ოპოზიცია მორიგ შეხვედრას გამართავს. ხელისუფლების ოპონენტების შეკრებაზე განხილვის თემა 4 აპრილის მასშტაბური აქციისთვის მზადება და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება იქნება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზე შეთანხმებაა:

“განხილვის მთავარი საგანი არის მაჟორიტარული ოლქების განაწილება, ახლა აქტიურად მიდის მოლაპარაკება იმაზე, რომ შეთანხმება მოხდეს თბილისში და პრინციპში, ეს შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ვფიქრობთ, რომ სხვა მაჟორიტარულ ოლქებზეც მოხდება შეთანხმება. რა მოდელითაც არ უნდა მოგვიწიოს ჩვენ არჩევნებში შესვლა, ამოცანა არის ერთიანი ფრონტით ივანიშვილის დამარცხება,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად