ბოკუჩავა: ბიძინა ივანიშვილისთვის დადგა საერთაშორისო განკითხვის ჟამი!

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ “ტვ პირველში” განაცხადა.

“თაფლობის პერიოდი ჰქონდა ივანიშვილს, მაშინაც კი როდესაც ის ახორციელებდა პოლიტიკურ დევნას საერთაშორისო ასპარეზზე, უნოდათ დრო მიეცათ, მაგრამ ეს თაფლობის პერიოდი ამოიწურა მისთვის და ახლა დადგა საერთაშორისო განკითხვის ჟამი. დარწმუნებული ვარ ეს შეფასებები კიდევ უფრო გამწვავდება.

როგორც ჩანს ივანიშვილი ვერ მიხვდა რომ ერთადერთი არჩევანი რაც დარჩენია ქვეყანაში შედგეს ნორამლური დემოკრატიული არჩევნები და გადაინაცვლოს ოპოზიციაში, მან არ მოისურვა ასეთი გზით წასვლა, ყოველშეთხვევაში მისი ქმედებები ამ მომენტამდე ასე მიუთითებს, მაშინ მას მოუწევს პლახანდნუკის ან იანუკოვიჩის გზას დაადგეს”, – თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად