ბოკუჩავა ბატიაშვილის შესაძლო შემცვლელზე: „ზონდერ“ მინისტრი ჩანაცვლდება სხვა „ზონდერ“ მინისტრით

“არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მათგან ვის აირჩევს ივანიშვილი, რადგან ერთი „ზონდერ“ მინისტრი ბატიაშვილი ჩანაცვლდება სხვა „ზონდერ“ მინისტრით, რომლის ამოცანა იქნება არა განათლების სისტემაში პრობლემებთან ბრძოლა, არამედ საარჩევნოდ განათლების სისტემის ინსტრუმენტალიზაცია.”

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განათლების სამინისტროს ხელმძღვანელის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ გახდება განათლების მინისტრი მაგდა მაღრაძე, სოზარ სუბარი თუ მაია მიმინოშვილი, თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება სხვა სტრუქტურულ ცვლილებებს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ არანაირი სტრატეგიული ხედვა ივანიშვილს არც ერთი მიმართულებით და მათ შორის, არც განათლების მიმართულებით არ გააჩნია.

„განათლების სისტემის ინსტრუმენტალიზაცია საარჩევნოდ, საჯარო მოხელეების გამოყენება ეს არის მისი მთავარი ამოსავალი წერტილი. ის, რომ ივანიშვილმა პარლამენტს დაამტკიცებინა ომის კაბინეტი გახარიას ხელმძღვანელობით, ეს არის ფაქტი და ეს არის ომი საკუთარი ხალხის, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. წინასაარჩევნოდ შექმნა მან ომის კაბინეტი, რომ რამენაირად საკუთარ ძალაუფლება შეინარჩუნოს”,- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად