ბოკუჩავა: არც ბოკერიას და არც ბოკუჩავას გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ვინ აგებს პასუხს კონკრეტული დანაშაულისთვის

“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება, წინა ხელისუფლების დანაშაულები, უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა დროებითმა პალატამ უნდა განიხილოს.

“არც ბოკერიას და არც ბოკუჩავას გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ვინ აგებს პასუხს კონკრეტული დანაშაულისთვის. ეს უნდა გააკეთოს სამართლიანმა სასამართლომ, რაც ქვეყანაში არ არის და ამიტომ როგორც შუალედური გამოსავალი, ჩვენი შემოთავაზება არის, რომ მოხდეს დროებითი პალატის დაკომპლექტება უცხოელი მოსამართლეებით, ესა თუ ის პოლიტიკური ძალები თუ საკუთარი თავის წარმოჩენას ეცდებიან ოპოზიციის ოპოზიციაში,იმიტომ რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რა თქმა უნდა ვერ გამოვრიცხავთ, რომ გაჩნდეს კითხვის ნიშნები მათი რეალური მოტივაციების შესახებ,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ “კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად