ბოკუჩავა: აბსურდია ის, რომ ოქრუაშვილი და უგულავა სააკაშვილთან ათანხმებდნენ იქნებიან თუ არა მაჟორიტარები

აბსურდია ის, რომ ოქრუაშვილი და უგულავა სააკაშვილთან ათანხმებდნენ იქნებიან თუ არა მაჟორიტარები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მიმოიხილა მიხეილ სააკაშვილის გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის როლი, გაიხსენა მათი ერთად ყოფნა “ნაციონალურ მოძრაობაში” და შემდეგ მათი ურთიერთობები. მან თინა ბოკუჩავას ჰკითხა, რომ სააკაშვილი თუ არის ჩართული კონსულტაციების დონეზე ოპოზიციის მოლაპარაკებებში მაჟორიატების გამოკვეთის თვალსაზრისით? – რაზეც ბოკუჩავა ასე პასუხობს:

“არა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ჩართული. თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, თუმცა მას უმნიშვნელოვანესი როლი დაეკისრა უკრაინაში. ის არის რეფორმების მთავარი მამოძრავებელი 45 მილიონიან ქვეყანაში და უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს მას იქ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის საქართველო არის და ყოველთვის იქნება უპირველესი საზრუნავი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დაინტერესდება, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები აქ. სააკაშვილის მენეჯმენტის სტილი მიკრომენეჯმენტი არ ყოფილა არც ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს და არც ახლა.

ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა მასთან ათანხმებდნენ მაჟორიტარობას აბსურდის საკითხია. მაპატიეთ, ამით თქვენს კითხვას არ ვაფასებ.თუმცა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით კოორდინაცია ნამდვილად იქნება, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ გაუყონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად