ბოკერია: არ ვარ მომხრე ნათქვამის “ივანიშვილი ციხეში”, ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ

“მე არ ვარ მომხრე ნათქვამის “ივანიშვილი ციხეში”. ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ.” – ამბობს გიგა ბოკერია გადაცემა მთავარ აქცენტებში ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეცვლილი ხელისუფლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე საუბრისას.

“პირველი – ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვა მეტნაკლებად მასობრივი დევნა წინა ხელისუფლების. ეს თუ არ მოხდა, იმისდა მიუხედავად, რა იყო იქამდე, ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს ქვეყანას. მეორე – ჩვენ არ გვაყვს არც პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი.”,-ამბობს ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად