ბოკერია ზუგდიდის ინციდენტზე: დახმარება არ შეიძლება, რომ თვითონ იქცეს საფრთხედ

“გასაგებია სხვადასხვა ჯგუფების სურვილი, რომ დაეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ნორმალური კი არა საჭიროც არის, მაგრამ ეს დახმარება არ შეიძლება, რომ თვითონ იქცეს საფრთხედ. დაუშვებელია, რა ფორმითაც ეს ხდებოდა ზუგდიდში. ამიტომ კრიტიკა, რაც შეხვდა ამ ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული”

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გამოეხმაურა გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზუგდიდში მოსახლეობისთვის ნიღბების გადაცემის ფაქტს.

გიგა ბოკერიას თქმით, კარგია, რომ ამ პოლიტიკური პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა სწრაფადვე თავად აღიარეს მძიმე შეცდომა, ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო საუბარი რაღაც შეთქმულებაზე და პროვოკაციაზე.

“არ არის შექთმულების თეორების გავრცელების დრო, არამედ არის წესების მკაცრად დაცვის დრო. ასევე ცუდია, რომ მომხდარი ინციდენტი სამთავრობო პროპაგანდამ გამოიყენა და იყენებს კამპანიისთვის მთლიანი ოპოზიციის წინააღმდეგ. ახლა არც ამის დრო არ არის”-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე ინფორმაციით, “ევროპული საქართველოს” ჰყავს 50 მოხალისე, რომელმაც გაიარა მკაცრი ტრენინგი.

“ჩვენმა ტრენერებმა ტრენინგი ლუგარის ლაბორატორიაში გაიარეს და ზედმიწევნით იცავენ ამ წესებს”-თქვა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები