ბოკერია ზარდიაშვილს: ნუ გამომიწვევთ, სუსტი ნერვები მაქვს

“ნუ გამომიწვევთ, სუსტი ნერვები მაქვს”,- ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ვანო ზარდიაშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეობის კანდიდატეს  თამარ ალანიას უსმენენ, სადაც გიგა ბიკერია, მოსამართლეობის კანდიდატს კითხვებს უსვამდა.

გიგა ბოკერიას კითხვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” მთაწმინდი მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის ტელედებატებში დაბარებას და რუსეთის ოკუპაციას შეეხებოდა.

რაზეც “ოცნების” დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ასხდომათა დარბაზში ღნიშნა, რომ ბოკერიას კითხვა კითხვებისთვის ისმებოდა. რაზეც თამარ ალანიას ამომწურავი პასუხების გაცემის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა.

ბოკერიას კი აღნიშნა, რომ ალანიასგან  მოკლე პასუხები სჭირდება და არა სადღეგრძელოები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად