ბოკერია ზალკალიანს: შვიდი თვეა საფრანგეთში ელჩს რომ ვერ ნიშნავთ, მანდ რას აპირებთ?!

“კოსმოსის მილიტარიზაციაზე რა პოზიცია გაქვთ – მონაწილეობის მიღებას აპირებთ კოსმოსის მილიტარიზაციაში თუ მილიტარიზაციის წინააღმდეგ?”, – ამ კითხვით “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მიმართა, რომელმაც საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარადგინა.

“დოკუმენტში ძალიან ვრცლად გიწერიათ საფრანგეთის მნიშვნელობაზე, მასთან ორმხრივ ურთიერთობაზე, შექმნილია სპეციალური დიალოგი, ხომ ვერ მეტყვით, ვინ არის საფრანგეთში საქართველოს ელჩი? ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ ფოკუსირებას აპირებთ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე და შვიდი თვეა საფრანგეთში ელჩს რომ ვერ ნიშნავთ, მანდ რას აპირებთ?!

კოსმოსის მილიტარიზაციაზე რა პოზიცია გაქვთ – მონაწილეობის მიღებას აპირებთ კოსმოსის მილიტარიზაციაში თუ მილიტარიზაციის წინააღმდეგ?”, – მიმართა კითხვით ბოკერიამ დავით ზალკალიანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...