ბოკერია ზალკალიანი: შეხვედრები საჭიროა, მათ შორის მტერთან, მაგრამ დამნაშავეებივით რატომ იქცევით

„თქვენ აქ ბევრი ისაუბრეთ იმაზე, რომ თურმე გაგიკვირდათ, რომ ხალხმა არ იცოდა თქვენი და ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე. ამას სერიოზულად გვეუბნებოდით? თქვენი უმრავლესობის წევრები იყვნენ გაკვირვებულები, რომ ამის შესახებ გაიგეს. ზოგადი მზადყოფნა, რომ შეხვედრა შედგეს ერთია და მეორეა, კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება. აქ საუბარი კი არ არის იმაზე, რომ ვინმეს პრობლემა აქვს შეხვედრაზე, საიდან მოიტანეთ?! ვინმემ გაგაკრიტიკათ იმაზე, რომ შეხვედრა რატომ შედგაო?! რატომ მოიგონეთ ეს ამბავი?!
„ევროპულ საქართველოს“ ძალიან კარგი პოზიცია აქვს, შეხვედრები საჭიროა, მათ შორის მტერთან, მაგრამ დამნაშავეებივით რატომ იქცევით? გეთქვათ ჩვეულებრივად, რომ იქნება შეხვედრა, ან შეხვედრის შემდეგ რუსეთისთვის მაინც არ მიგეცათ საშუალება, რომ დაესწრო თქვენთვის ნარატივის შექმნა. ეგეც რატომ მოგივიდათ? რატომ იქცევით დამნაშავეებივით იქაც კი, სადაც დამნაშავეები არ ხართ?! საკმარისია ის შემთხვევები, სადაც მართლა დამნაშავეები ხართ“, – მიმართა გიგა ბოკერიამ დავით ზალკალიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
The post ბოკერია ზალკალიანი: შეხვედრები საჭიროა, მათ შორის მტერთან, მაგრამ დამნაშავეებივით რატომ იქცევით appeared first on IPRESS.GE.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად