ბოკერია: ვთავაზობთ მთავრობას 1 წლის განმავლობაში საპენსიო რეფორმის ფარგლებში დაგროვილი “შავი დღის ფული” სასწრაფოდ დაუბრუნდეს ხალხს

“ევროპული საქართველო” მთავრობას სთავაზობს, საპენსიო რეფორმის ფარგელბში 1 წლის განმავლობაში აკრეფილი თანხა სასწრაფოდ დაუბრუნოს ხალხს – როგორც დასაქმებულებს, ისე დამსმაქმებლებს.

“ევროპული საქართველო” გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით მთავრობის მიმართ, კონკრეტული ფულადი წყაროთი მოქალაქეების, თუნდაც მცირედით, მაგრამ სწრაფად მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დამსაქმებელს და დასაქმებულს. ის ფული, რომელიც 1 წლის განმავლობაში აკრეფილი იქნა ე.წ. საპენსიო გადასახადებით.”

ამის შესაებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა და განმარტა, რომ ეს ფული ახლა დევს იდეაში მიმდინარე საპენსიო რეფორმის შედეგად.

“ეს იყო შავი დღისთვის, სიბერისთვის გადადებული ფული. ახლა არის შავი დღე, სჭირდება ამ ხალხს ეს ფული და უნდა მივცეთ ყველა დამსაქმებელს და დასაქმებულს, რომ ეს ფული დაიბრუნოს. მოქალაქეებს სწრაფად დაუბრუნდება ოთხას მილიონ ლარზე მეტი და მეწარმეებს – 170 მილიონ ლარამდე. ერთ კაცს საშუალოდ 600 ლარამდე დაუბრუნდება, ხოლო თითოეულ დამსაქმებელს თითო დასაქმებულზე დაახლოებით 230 ლარი. ეს არის კონკრეტული წინადადება და სწრაფად უნდა განხორციელდეს”-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, საზოგადოების ყურადღება ბუნებრივია მიპყრობილია მთავარ საფრთხეზე- დაავადების გავრცელებაზე, მარნეულსა და ბოლნისზე, მაგრამ ბუნებრივია, არ უნდა მთავრობას და პოლიტიკურ ძალებს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანების მდგომარეობა, დასაქმებულების, დამსაქმებლების, საშუალო კლასის შემდეგ თვეებში მხოლოდ გაუარესდება და ამ დროს მხოლოდ მოწოდება “დავეხმაროთ ხალხს” არ არის საკმარისი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად