ბოკერია: ვნახოთ, ივანიშვილის რეჟიმი და მთელი მისი “კლოუნები“ ამ პროტესტს როგორ გაუძლებენ

“ოპოზიციის გეგმაა მწვავე პროტესტის გაგრძელება და ვნახოთ, ივანიშვილის რეჟიმი და მთელი მისი „კლოუნები“ ამ პროტესტს როგორ გაუძლებენ”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ” ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ისინი ერთად დასახავენ გეგმას, თუ როგორ უნდა გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან.

ოპოზიციის გეგმაა მწვავე პროტესტის გაგრძელება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს, იმიტომ, რომ უკვე მორყეულია ივანიშვილის რეჟიმი და მთელი მისი „კლოუნები“ მორყეულები არიან, მაგრამ თუ ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ, ამ სისტემაშიც დამარცხდებიან, ოღონდ ამ შემთხვევაში, ეს იქნება არანორმალური სცენარი და ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ერთმანეთისგან განვსხვავდებით ფასეულობებით და ყველაფრით, შევჯერდებით მაჟორიტარულ ოლქებში და შემდეგ ჩავატარებთ პროპორციულ არჩევნებს, სადაც ერთმანეთის კონკურენცია გვექნება და ხედვაზე დავა როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მორიგ რაუნდს, ბოკერიას თქმით, შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.

„ის ე.წ. შემოთავაზება 100-50-ზე ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით, პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს უმრავლესობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად