ბოკერია უადგილოს უწოდებს ხაზარაძის განცხადებას, რომ ენმ-მ ძალოვანი მინისტრები არ დაასახელოს მომავალ კოალიციურ მთავრობაში

ბოკერია უადგილოს უწოდებს ხაზარაძის განცხადებას, რომ ენმ-მ ძალოვანი მინისტრები არ დაასახელოს მომავალ კოალიციურ მთავრობაში, – ამის შესახებ მან “მთავარის” ეთერში განაცხადა.

ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ეს არ არის მამუკა ხაზარაძის საბაბი, რათა არ მოხდეს ოპოზიციის კოორდინაცია.

“თუ რამეს უადგილო ეწოდოს არის სწორედ ეს. ისევე როგორც წინაზე საჯაროდ დასახელება მერობის კანდიდატად პატივსაცემი ბიზნესმენის – ჭყონიასი, რომელსაც შემდეგ მოუწია საჯაროდ უარყოფა. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის საბაბი, რომ არ მოხდეს კოორდინირება ამ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, კოალიცია უნდა შედგეს, ოღონდ ახლა მოქალაქეებს უნდა ვანახოთ, რომ შეგვიძლია კოორდინირება ამ არჩევნებზე. ეგ იქნება იმის დადასტურება, რომ მერე კოალიციური მთავრობის შექმნაც შეგეძლება.

იმედი მაქვს, რომ ეს არ არის საბაბი არშეთანხმების, ისევე როგორც წინა არჩევნებზე მაჟორიტარების შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მოიქცნენ ასე და მერე არ თქვან, რომ ისინი არ დაგვთანხმდნენ. თუ ეს გამოუცდელობაა, ძალიან კარგი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში

კომენტარები
იტვირთება...