ბოკერია: თუ ივანიშვილი გონს მოდის, ჩამოყალიბდეს და მთავრობის წარმომადგენლებმა გაახმოვანონ

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ჩემთვის არის თუ არა მკრეხელობა ინფორმაციის მიღება მთავრობიდან? არ არის მკრეხელობა. თუ ვინმე გამოვა კონტაქტზე მთავრობიდან და მეტყვის, რომ რაღაც სიახლეა… ჩემი გზავნილია მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, რომ ჩამოყალიბდეს ივანიშვილი და მერე მათ გაახმოვანონ. მათ იციან ჩვენი პოზიციები. მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები უგულავას დაჭერით.

ახლა თუ გონს მოდის ივანიშვილი ან უკვე მოვიდა, რის წინაპირობასაც ჯერ ვერ ვხედავ, თქვან საჯაროდ. თუ უნდათ ჯერ პირისპირ გვითხრან და მერე საჯაროდ თქვან, რომ დიახ ვათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს და აღარ დავიჭერთ სხვებს პოლიტიკური მოტივით და გონივრული კომპრომისით მივდივარ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითო”, – განაცხადა გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად