ბოკერია: თუ ბიძინა ივანიშვილი პოზიციებს არ შეიცვლის, მოლაპარაკებები ვერ შედგება

 ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ მთელი ოპოზიციაა მოწოდებული, რომ არსებული სიტუაცია განიმუხტოს.

„არაფერი არსებითად არ შეცვლილა იმ ვითარების შემდეგ, როცა ბოლოს გესაუბრეთ. ვითარება იგივეა. თუ ბატონი ივანიშვილი გონს მოვა, რომ არსებული ვითარება განიმუხტოს, რასაც ორი რამ სჭირდება – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორე, გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს, მგონი, მთელი ოპოზიციაა მოწოდებული, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს. ოპოზიცია არის ძალიან მოქნილი, იმდენი წინადადება დავუდეთ მაგიდაზე ამისთვის. ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს, თუ ეს შედეგი გვექნება აუცილებლად გაგაგებინებთ. ციფრებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ჯერჯერობით, ვითარება არ შეცვლილა ივანიშვილის პოზიციის გამო, თუ ეს პოზიცია შეიცვლება, სიხარულით მოგახსენებთ. თუ არადა, ვემზადებით არჩევნებისთვის ამ ქვეყნისთვის ცუდ ვითარებაში. რაუნდები და მოლაპარაკებები, როდესაც არ არის ცვლილება ივანიშვილის ქმედებებში, ვერ შედგება“, – განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ: გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად