ბოკერია: თავისუფალი სამყარო “ოცნებას” ეუბნება, როგორც ჩაერიე სასამართლოს საქმეებში, ისე გამოასწორეო

თავისუფალმა სამყარო “ოცნებას” ეუბნება, როგორც ჩაერიე სასამართლოს საქმეებში, ისე გამოასწორეო, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“პრინციპი არის, რომ თამაშის წესები უნდა იყოს ერთიანი. არ შეიძლება, რომ ვინც გაგაბრაზებს ის დაიჭირო და როცა გაგაბრაზებს მაშინ დაიჭირო. ბევრი ცუდი ხალხი იყო ჩვენ დროს ოპოზიციაში, მოსკოვშიც დადიოდნენ და ყველაგან. ოღონდ ეს არ ამართლებს არცერთ შეცდომას, რომელიც ჩვენ დავუშვით კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ის, რომ ბიძინა გაბრაზდა და გვითხრა, რომ ახლა დიდი ხნით დაგიჭერთო და მერე გიგი უგულავა დაიჭირა, ძველ საქმეზე მეორეჯერ. ეს იცის ყველამ. ამ შემთხვევაში ის ხალხი [დასავალელი დიპლომატები] მედიატორები იყვნენ და უნდოდათ, რომ ჩვენ შევტანხმებულიყავით.

ერთ მარტივ რაღაცას ვიტყვი. ეს ხალხი ჯერ იძახნდნე არც განხილულა ეს თემაო. გახარიას ორი დღის წინ იგივე წამოსცდა და მერე ირკვევა, რომ განხილული იყო, უბრალოდ ვუხსნიდით, რომ ვთანხმდებოდითო. მერე ირკვევა, რომ ჩაწერეს რეაგირება უნდა მოხდეს ძველ საქმეებზე და მომავალში აღარ უნდა განმეორდეს ის საქმეები, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას პოლიტიკური ნიშნისო, აბა რა საქმეებზე იყო ლაპარაკი?!

თავისუფალი სამყაროდან იმას კი არ ეუბნებიან, რომ ჩაერიე სასამართლოს საქმეებში, არამედ მის განეიტრალებაზეა საუბარი. ყველამ იცის რომ ერევიან და ეუბნებიან, როგორც ერევი, ისე გამოასწორეო”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად