ბოკერია: თადუმაძემ ერთი კარგი რამე თქვა-ნაფიცი მსაჯულების მომხრე ვარო, რომელიც მისმა გუნდმა მთლიანად დაამუხრუჭა

თადუმაძემ ერთი კარგი რამე თქვა-ნაფიცი მსაჯულების მომხრე ვარო, რომელიც მისმა გუნდმა მთლიანად დაამუხრუჭა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

“თუ მაინცდამაინც გინდათ რომ ვთქვა, არ ვიყო ნეგატიური, ერთი კარგი რამე მაინც თქვა. ნაფიცი მსაჯულების მომხრე ვარო, მე გამოვიტანე თავის დროზე კანონიო და მართლაც თავის დროზე ერთ-ერთი კანონპროექტი გამოიტანა. ეს მომწონს. მეც მომხრე ვარ და ეს მიმაჩნია ისტორიულ ამოცანად, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ის საწყისს, რაც რუსეთის დაპყრობის შემდეგ კომუნისტებმა გაგვიუქმეს. პირველი რესპუბლიკის დროს საქართველოში იყო ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტი და ეს კარგი ფრაზა მოვისმინე. ისიც არ მავიწყდება, რომ ის იყო იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რომელმაც ჩვენი დაგვიანებული საქმე, იმიტომ რომ გვიან შემოვიღეთ, ამათმა მთლიანად დაამუხრუჭეს. მათ წააგეს ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, გამოვიდა მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და დაგმო და დაამუხრუჭეს მთლიანად პროცესი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ პარლამენტში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად