ბოკერია: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეთქმულების ყველა თეორია საფუძველს მოკლებულია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კატეგორიულად არ ეთანხმება გავრცელებულ ვერსიას იმის თაობაზე, თითქოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფინანსურმა რესურსმა იქონია. ამის შესახებ მან TV პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“სწორი ანალიზია, რომ სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდა გამოწვევა, როცა საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნები და მათი მოსამართლეები მათ რიგებში მიიღეს. გვესმის, რომ ამ ქვეყნებში ხშირია შემთხვევა, როცა მოსამართლე დამოუკიდებელი არ არის და როცა ასეთ მოსამართლეს სტრასბურგში აგზავნი, ეს ნიშნავს,რომ მთავრობას თავისი ხმა აქვს, რაც ასე არ უნდა იყოს.

მაგრამ, სტრასბურგმა ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ პუტინის სასტიკი, ტირანური რეჟიმის, კორუმპირებული იანუკოვიჩის რეჟიმის და ყველა სხვა ამ ტიპის, ფულიანი, გავლენიანი რეჟიმების წინააღმდეგ პრინციპული საქმეები წააგებინა ამ ხელისუფლებებს. ამიტომ, შეთქმულების ყველა თეორია საფუძველს მოკლებულია და რაც მთავარია, ჩვენთვის სასარგებლო არ არის. ეს გადაწყვეილება ცუდ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, მაგრამ სასამართლოს მთელი ამბავი ის არის, რომ რაღაც გადაწყვეტილება შესაძლოა ცუდად მიგაჩნდეს, მაგრამ მის ავტორიტეტს არ ეხებოდე”,-დასძენს გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...