ბოკერია: შოთაძე იმ ტიპის სკანდალის გამო გადადგა, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა

შოთაძე იმ ტიპის სკანდალის გამო გადადგა, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“შოთაძეზე ბევრი რამე ითქვა და ამაზე აღარ ვისაუბრებ, უბრალოდ ერთს დავამატებ, რომ ეს კაცი [იაკლი შოთაძე] გადადგა იმ ტიპის სკანდალის შემდეგ, რომელმაც გააერთიანა საქართველო. ვგულისხმობ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას და იმ როლს, რაც პირადად მანაც ითამაშა, ჩემი აზრით ეს დაადგინა კომისიამაც. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყო თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას არც შევეხები, მე პირადად მგონია, რომ დანაშაულის ნიშნებიც იყო, მაგრამ ყველა ვარიანტში ყველა იყო აღშფოთებული, მათ შორის “ოცნების” დეპუტატები”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად