ბოკერია: შევთავაზებთ თუ არა მერაბიშვილს ჩვენ პარტიაში გაწევრიანებას, ამაზე ჩემი კომენტარი სპეკულაცია იქნება

“არასწორია ეგ ინფორმაცია… ნებისმიერი ჩემი კომენტარი ამ თემაზე არაკორექტულია, იქამდე, სანამ ვანო [მერაბიშვილი] არ იტყვის, რა გეგმები აქვს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე განაცხადა.

ინგა გრიგოლიამ ბოკერიას ჰკითხა: – ჩვენი ინფორმაციით დიდად არც “ევროპულ საქართველოს” უნდა და არც “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ვანო მერაბიშვილი თქვენს რიგებში იყოს. მიდასტურებთ ამ ინფორმაციას და თუ შესთავაზებთ მათ თქვენს რიგებს?

“ამ ეტაპზე ამაზე სპეკულაცია არასწორია და თან არაფრის მომტანია. ნებისმიერი ჩემი კომენტარი ამ თემაზე არაკორექტულია, იქამდე, სანამ ვანო [მერაბიშვილი] არ იტყვის, რა გეგმები აქვს. თუ ასე ვიტყვი გარკვეულწილად წნეხიც კია.

დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, მაგრამ პარტიულ საკითხებზე არ გვისაუბრია და იმაზე, რა უნდა თავად.

რაც შეეხება სააკაშვილის იმ ინტერვიუს, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ მას მოგზაურობა ურჩია, ეს ისეთი ინტერვიუ იყო, რომელზეც კომენტარს საერთოდ არ გავაკეთებ. რატომ, ეს თქვენ გამოიცანით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად