ბოკერია: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამ მძიმე შეცდომები დაუშვა რიტორიკაში 

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან პარალელები სწორი არ მგონია. იქ ჯერ ერთი იყო მოსყიდვის უზარმაზარი მოსყიდვის ოპერაცია და პირდაპირი ალიანსი პრორუსულ ძალებთან, მათ სატელიტებთან და ა. შ. ძალიან გრძელი ძალადობრივი კამპანია. ამავე დროს სამწუხაროდ იყო ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც დაიჯერა, რომ მოდის არეულობა დაპირისპირება, შურისძიება. ამას პატივისცემით ვიძახი ჩვენი კონკურენტების მიმართ ოპოზიციაში, მაგრამ ამას ხელი შეუწყო მათმა მძიმე შეცდომებმა რიტორიკაში და გზავნილში. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი შეცდომების დაშვებას და შალვა შავგულიძე ასეთ შეცდომებს არ დაუშვებს. შავგულიძე განასახიერებს იმას, რაც არ არის დაკავშირებული შურისძიებასთან”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...