ბოკერია: საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკურ პატიმრებზე შეთანხმება შედგა

“ორივე საკითხზე, რომელიც აუცილებელი იყო და არის ვითარების განსამუხტად და შედარებით ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად, შეთანხმენა არის მიღწეული”, – ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ.

“ერთი საკითხი არის საარჩევნო სისტემის საკითხი, ცალკე დოკუმენტად შედგა ამაზე შეთანხმება, ცალკე შედგა შეთანხმება მემორანდუმზე – პოლიტიკური პატიმრების საკითხი. შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას ისე, რომ არცერთ მხარეს აღარ ქონდეს პრობლემა ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ორი პუნქტის შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ახლა მთავარია შეთანხმება შესრულდეს”, – ამბობს ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად