ბოკერია:  სააკაშვილს ჰყავდა გუნდი, რომელიც პოლიტკურად არ იყო მისი ხუშტურის შედეგი

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერია: ივანიშვილისგან განსხვავებით, სააკაშვილს ჰყავდა გუნდი, რომელიც პოლიტკურად არ იყო მისი ხუშტურის შედეგი. ამიტომ, მარტო მას არ აქვს პასუხისმგებლობა, მეც მაქვს.

ჟურნალისტი: პოლიტიკური მიზნებით აძლევდით დაფინასნებას ეკლესიას? იყო დისკუსია, თუ სრული თანხმობა იყო?

გიგა ბოკერია: ყველანაირი დისკურის იყო… შედეგი იყო ის კომპრომისი, რომ მეც სრულად ვაღიარებ პასუხისმგებლობას. სამართლიანობა მოითხოვს ყველას მიმართ, არამხოლოდ ჩემს მიამრთ, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც.

მაშინ, იმ საკითხებში, რაც შეეხებოდა უმცირესობის უფლებებს, ძალადობისგან დაცვას, არანაირ კომპრომის საგარეო პოლიტიკურ გზავნილზე აქ იყო ძალიან მწყობრი და სწორი პოზიცია. “,-ამბობს გიგა ბოკერია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად